,იქ სადაც არასოდეს ვყოფილვარ

ამ ჩანახატზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ ცოტა არა ადეკვატურია წერო იმაზე, რისი ნაწილიც არ ყოფილხარ, თუმცა მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველა მწერალი მეზღაპრეც უნდა იყოს, სულ რეალობაზე წერა მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეა, ფანტაზიას კი უსაზღვრობის გამო ბევრი შესაძლებლობები აქვს. არ არსებობს ფანტაზია, რომელშიც საკუთარი რეალობის მარცვალს ვერ ხედავ. ბანალური ვიქნები, მაგრამ ვიტყვი, რომ როგორც მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის, პარიზი ჩემთვისაც ოცნების ქალაქია. მხოლოდ უცნაურობა სხვა რამეში მდგომარეობს, კერძოდ გარდა ზემოთ თქმულისა, უცნაურობა იმაშია, რომ ქალაქმა, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ, იმდენად მომაჯადოვა, რომ ის ჩემი არსებობის ნაწილი მგონია. ხშირად ვსეირნობ ხოლმე ჩემს წარმოსახვით პარიზში. სწორედ წარმოსახვით იქ მყოფს მაქვს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები დაწერილი, მძაფრი შეგრძნებებისა და მარადიული სიყვარულის ქალაქში. რა ჯობია არსებობის დავიწყებას, დაუვიწყარ ადგილებში. ლუვრი, სადაც ჯერ კიდევ სუფევს ზღაპრულად სამეფო აურა, რომელსაც რეალობიდან 14-17 საუკუნეებში გაბრუნებს და სურვილის დამოუკიდებლად გეფიქრება, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება უძველესს ფრანგულ სამეფო ეპოქაშიყველა შეყვარებული ადამინისთვის უკვე ტრენდად ქცეული ეიფელის კოშკის ლიფტში პირველი კოცნარა უნდა იყოს იმაზე დაუვიწყარი, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად დაივიწყო ყველა წესი, რეალობა და ყველა გიჟური ნაფიქრი აქციო რეალობად. პარიზი ხომ დაუვწყარი სიყვარულის მესაიდუმლეა, აქ ნათქვამი “Je t’aime” არასოდეს კარგავს ჯადუსნურ ეფექტს. მდინარე სენას ნაპირზე გაშენებული ქალაქი, მრავალ საოცრებას რეალობად აქცევს, თუნდაც ცხენებზე ამხედრებული პოლიციელები, რომლის დანახვაც იმ წამსვე დაგაბრუნებთ ბავშვობაში, ძილისწინ მოსმენილ ზღაპრებში, სადაც სიყვარული ყველა ბოროტებაზე იმარჯვებსმზიან ამინდში ეიფელის კოშკის ბოლო სართულზე, სიყვარულის განცდით სანუკვარი წუთი, მთლიანი ცხოვრების ბედნიერებაასწორედ ამიტომ ცოცხლდება ჩემი ყველა მოთხრობის გმირი, ფურცლის მაგივრად სიყვარულის სუნით გაჟღენთილ ქალაქში
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment