მსგავსება და განსხვავება (მარსი )

დილის სუსხი, არეული ფიქრები ცხელი შოკოლადის სურნელი ოთახში. :))))))) როგორ განვიცადე ჩვენს შორის ბზარი, ჯერ იქიდან დავიწყებ რას ნიშნავს ჩემთვის სიყვარული. ამას ვერ ვხსნი სიტყვებით, ის ადამიანი დიდი ხნის წინ ავირჩიე და მივხვდი, რომ იყო ზუსტად ის ვინც მჭირდებოდა. რომანტული ვარ საოცრად მჯერა რომ სიყვარული ერთხელ მოდის და სამუდამოდ რჩება. ნუ თუ ეს ისაა თორემ გატაცება ყველას გვქონია. ეს ჩემთვის იმ კატეგორიაში არ შედის, ჩვენს შორის განსხვავება დიდია. ინტერესებში,  ცხოვრების  სტილში, მიუხედავად ამისა ძალიან მიყვარს. რთულია გზაა ფრთხილად მივყვები ბეწვის ხიდს და არ მეშინია, წონასწორობას ვიცავ და დავიცავ, არასოდეს ვნებდები და არც ამ საკითხში.  :))) მომინდა დამეწერა ამაზე  სიყვარულით დავიწყე, შოკოლადი თითქმის აღარაა ჭიქაში და ეს პოსტიც დასასრულს მიუახლოვდა. მარსის და დედამიწის მანძილია ჩვენს შორის!!! ❤

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment