კორონა და სოციალური დისონანსი ანუ დედამიწა უკუღმა

რა დავწერო? მეწერინება. კარანტინის მერამდენე დღეა, რა ვიცი, კორონამ ადამიანების დემორალიზაცია და სულიერი კრიზისი გამოიწვია, მუზასაც უჭირს, სარწმუნოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ხალხი გაიყო ორად, ასე რომ კორონა ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე მომაკვდინებელი ვირუსი, ეკონომიკასაც კლავს, სულიერებასაც, სიყვარულისთვის უდიდესი წინაღობაა, ურთიერთობებს ანადგურებს, უფლებებს ზღუდავს, მორჩილებაში გვამყოფებს, ვიღაცის ან რაღაცის კი არა მსოფლიო გამანადგურებლის ტყვეობაში. ჩაბნელდა, განმარტოვდა ქალაქი, ჩაიძირა დარდში, განთიადიდან განთიადამდე, ჟრიამული და ხალხის ხმა სანატრელი გაუხდა. განაა არაა ეს კვდომის დასაწყისი?! და ის, რასაც აპოკალიფსს უწოდებენ? სააღდგომო პერიოდის გამო ფერები ბევრად მუქია, დაეშვა გახუნებული ფარდა სადღაც, იმის იქით რა ხდება? სამების თავზე დიდი კელაპტრების კვალია, ეკლესიის არა, უფლის წყალობაა, არადა იქაც კარგია განმარტოვება, როცა არ არიან არც მღვდლები და არც დამრიგებლები, დღეს სიკვდილ-სიცოცხლის გამარჯვებაზე მსოფლიო ყველა ლეგენდას იგონებს, რაც კი ოდესმე დაწერილა, დღეს სიჩუმეში ხალხი უჰაერობით მიფრინავს ცაში, აქ ექიმები გმირები არიან, მთავრობა მკაცრობს, ისევ ჩვენთვის ალბათ. აპოლიტიკური ვარ, დაძაბული ვწერ ამას, სხვა საქმეც არ მაქვს, ყველაფერი ხომ რუხი წითელია, სოციალიზმის მკვლელი ვირუსი ამ ფერია ჩემთვის, მომიტევეთ, თუ ჩემი ბლოგი წყალივით სასიამოვნოთ არ გადაგივათ ყელში, დღეს იზოლაცია სასჯელია და ცხენით მხოლოდ პრინცები არ დადიან. გააღვიძეთ, ლეგენდები, რადგანაც ქვეყნის ბოლო წუთია, დაწერონ, იმუშაონ. ხშირად მიფიქრია იმაზე, როგორი იქნებოდა მერის ქორწილი კარანტინში, შენ ვერ იწერდი ჯვარს ღამით მერი, კომენდანტია შენი მეჯვარე. ჯულიეტას პალატაში გაშმაგებული რომეო იპარება ეკიპირების გარეშე, ო ჯულიეტა, მაგ ვირუსის ნაწილაკი მინდა, შენ რომ გტანჯავს ასე. ვხედავ 2020 წლის შექსპირულ შედევრს, ეს ცოტა ცინიზმი ან ნააზრევის დამრეცი ხაზი. მე მაპატიეთ, ხვალ ქრისტე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიკვდილზე და ჩვენ კიდევ ახლა დაგვიდგა დილემა, როგორ გადაწყვეტს ერი ამას დავწერ. ან დავწერ?! ხვალინდელ დღეს რა ნიშანი მოყვება, რამდენ ხანში გაიღვიძებს მსოფლიო, რომელსაც კლინიკური სიკვდილი აქვს ახლა, სუნთქვის აპარატზე. გაიღვიძებს, განათდება, გამთელდება, გაიხსნება. სიყვარული დაბრუნდება, ჩახუტებით გამოხატული სიყვარული არ იქნება შიშის მომგვრელი. ახალ ფერებს შეიძენს დედამიწა, ახალი სიცოცხლის მოდელი მოგვაწოდე სამყაროვ, ოღონდ ისე გვიან არა სულ ერთი რომ იყოს, სანამ ბოლო სხივი მოდებია დედამიწას ცეცხლად სიკვდილის, #დარჩისახლში.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ფსევდო ევროპა (ანუ ჩვენ ვიცეკვეთ)

კულტურაზე თავისუფლებაზე ლიბერალობაზე და დემოკრატიაზე როგორ უნდა ისაუბროთ იმ ყველაფრის მერე, რაც ერთი ფილმის გამო ატყდა? თავისუფალი ნებაა ადამიანის იქნება თუ არა ჰომოფობი და მიიღებს თუ არა გარკვეულ ფაქტს და ნამუშევარს, თუმცა ეს რაც აქ ხდება სირცხვილიაა!! ბნელ 90ანებს ხელისუფლებებს აბრალებთ თუმცა სულიერ თავისუფლებამდე კიდევ შორია თქვენთვის. მიუღებელი და მისაღები, ასე არ განისაზღვრება. გაიღვიძეთ სად ვართ როდის იყო ფილმი ორიენტაციაზე ზემოქმედებას ახდენდა? ან გაქვს შინაგანად განსხვავებული ორიენტაცია ან არა რა შუაშია ფილმი წიგნი ან სპექტაკლი, ხელოვნება ხედვით განისაზღვრება და არა სიუჟეტით. ნებისმიერ ნამუშევარს აქვს რამოდებიმე დასაფიქრებელი კვანძი სიუჟეტში. მე ადამიანს რომელსაც მაქვს პრეტენზია დღეს, საქართველოში დავწერო წიგნი, უნდა მქონდეს თავისუფლება დავწერო და ვიაზროვნო ისე როგორც მე ვთვლი საჭიროდ, არ უნდა მეშინოდეს განსხვავებული ხედვის და ექსპერიმენტის, არ მინდა საზოგადოებამ ჩარჩოში ჩამსვას და იმას ვწერდე მარტო რაც მისაღები იქნება ყველასთვის, ასე არ გამოვა უნდა ვიგრძნოთ რომ თავისუფლები ვართ აზროვნებაში და ქმედებაში, თორემ ფსევდო ევროპელობა არ გვიშველის. and then we danced.

Posted in Uncategorized | Leave a comment

კაკტუსის ვარდი

ადამიანური ურთიერთობები ხშირად მაგონებს სწორად ამ ყვავილს

(ვარდის კაკტუსს), გარეგნულად ყველაფერი ისეთი მაცდური ჩანს, მაგრამ საკმარისია მიუახლოვდე და სილამაზით მოხიბლული შეეხო, რომ დაისუსხები. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, რა ქმნის საუკეთესო ურთიერთობას ორ ადამიანს შორის? ალბათ მოთმინება და სიძლიერე. ურთიერთდამოკიდებულება ინდივიდუალურად ლამაზი და კომპოზიციურია, ხან ღამის ზღვას გავს, ხანაც მზის სხივების აკომპანიმენტზე მშვიდად ლივლივებს, თუმცა ხშირად წვიმიანი ამინდივით დაუმორჩილებლად ქრება ყველაზე სათუთი, რაც ამ დროებით განზომილებაში ღმერთმა ადამიანს ანდო, ეს არის ურთიერთობის ხელოვნების დონეზე განვითარების საშუალება. ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია შექმნას დაუვიწყარი სურათი ან მელოდია, რომელიც ურთიერთობას ლეიტმოტივად გასდევს. სტატუსები და სახელები უმნიშვნელოა, რადგან ავტომაგისტრალზე ბოლო სიჩქარით მიმავალი ავტომობილებივით თვალმიუწვდენლად ჩქარა იცვლება დამოკიდებულებებიც და ხედვებიც. ადამიანის ენის და სურვილების გაგებას ყველაზე განსხვავებული ქვეცნობიერი ანბანის შედგენა სჭირდება, რომელიც მხოლოდ ორის უხილავი სივრცეა, მიუხედავად ამისა, ხშირად გვსურს ერთი და ვიქცევით საპირისპიროდ, შინაგანი შფოთისა და გარემოებათა გამო. და მაინც ყველაზე მთავარია ემოციის კონტროლი ვისწავლოთ. გაგლეჯილი ბუმბული პირვლანდელ სახეს ვერასოდეს მიიღებს, მაგრამ თუ მელანში ამოვსვრით თავისებური იეროგლიფის კვალს მაინც დატოვებს, თუმცა რომანის დასაწერად იგი აღარ გამოდგება.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ფლირტი ილუზიასთან (ანუ რა არის ფსიქოლოგიური ხრიკი ილუზია)

“მასა არასოდეს განიცდიდა ჭეშმარიტების წყურვილს. ისინი მოითხოვენ ილუზიებს, რომელთა გარეშე მათ ცხოვრება არ შეუძლიათ” – ზიგმუნდ ფროიდი.

ადამიანის ყველაზე დიდი უნარი და თვით გადარჩენის საშუალება არის – ილუზია, როდესაც არ მოგწონს არსებული და შეგიძლია აზრობრივი შინაგანი პორტირება მოახდინო უმარტივესად. სხეულის მდგომარეობა და მდებარეობა რჩება იგივე, ხოლო ტვინი ქმნის გონებრივ და შეგრძნებით ილუზიას და ჩვენ შეგვიძლია სასურველი ადგილი როგორც წარმოვიდგინოთ ასევე შევიგრძნოთ კიდეც. მაგალითად, როდესაც ვწერ ხშირად მინდება პარალელურად ვიმოგზაურო, ვათვალიერო მსოფლიო და შევიგრნო თავისუფალი ფრენის, ცურვის შეხების შეგრძნება. ახლა სულ არ მინდა ნახევრად მძინარე ბუხართან ვიჯდე, ამისთვის საკმარისია დავხუჭო თვალები მოვადუნო სხეული და წარმოვიდგინო სასურველი ლოკაცია, სადმე ვენეციისებრ ადგილას, გონდოლის მაგვარ ნავში, რომ ვიჯდე, წყალს თითის ბალიშებით ვამღვრევდე და მიმართულება სულ არ მაინტერესებდეს. მზე რომ ჩადიოდეს, სულ არ მციოდეს მუსიკა მესმოდეს, შინაგანი ბეთხოვენის ნადირიჟორალი, ვგრძნობდე, რომ ემოცია აჭარბებს ყველა პატარა დარდსაც. ეგზოტიკა მომწონს, მაცდურია წარმოსახვასთან ფლირტი ისე, რომ არ დაგიპყროს სრულებით, მხოლოდ ნაზი ამბორის გავლენას გრძნობდე მისას სხეულზე, გოგენი არ აღიარებდა ზღვარს სამყაროსა და რეალობას შორის, მის ტილოებში რეალობა და წარმოსახვა არაჩვეულებრივად ერწყმის ერთიმეორეს. ასევე ჩემს მკითხელს შეუძლია ჩემი არ ნამყოფი, მაგრამ შეგრნებული მსოფლიო შეგრძნებით ათვალიეროს და 60 წამში შეიცვალოს თუნდაც მინიმუმ 2 ლოკაცია, ესეც ალბათ ბავშვობიდან დაიწყო, სადაც პატარა პრინცთან ერთად მოგზაურობის შეგრძნება მომეწონა. მთავარია განვავითაროთ სწორი და ზომიერი წარმოსახვა და ყველანაირ დეპრესიას შეძლებთ მოერიოთ ამით. ვუყუროთ მზეს კანარის კუნძულებზე და შევიგრძნოთ წამის მეასედში ვერონის სასიყვარულო მშვიდი აურა. ამდროს მაღვიძებს მესინჯერის ხმა ისევ იმ ბუხართან რა იცის მესიჯის ავტორმა როგორი უნაზესი ფლირტი შემაწყვეტინა წარმოსახვასთან, ისევ ბუხარი ფინჯანი ყავა მაგრამ ემოციებით სავსე ფურცელი.

Posted in Uncategorized | Leave a comment

გამოღვიძება

ოდესღაც ლამაზ ფუტლიარზე გამცვალეს ,გრძნობებისგან დამცალეს ,ტირილისგან დამღალეს ,დარდისგან ვერ დამმალეს !პოზიტივი ჩამიქრის ,ცისარტყელა გამიქრეს ,რუსთაველი მომიკლეს ამდენს ვიღა მოითმენს ?ანარეკლი გამიქრა მზე წუთებში ჩამიქრა ,გრძნობები რომ გამიქრა ზუსტად მან ჩამაფიქრა !განდები დამითრგუნა, გრძნობები დამიბრუნა,მზე ამინთო წამებში პოტივი თვალებში აღარავარ დარდებში აღარც რაღაც ,ლანდებში .მესმის პიანოს ნოტი შევიცვალე პასპორტი ,მიდი ბოლო აკორდი გამოცვალე პასვორდი და ღრუბელზე გაგორდი .ის კარები გააღე ნუ დაყრი იარაღებს ,გაისროლე მიზანში აღარ ხარ თოთო ბავშვი !დაივიწყე წარსული ტყუილით შემოფარგლული და დაწვი ის ფარდული წარსულია ჩაფლული .აგერ წვიმა მოვიდა ამინდი გამოვიდა ,ზღვები რომ გადმოვიდა ნოტერდამი მოგვიკვდა! ვერ ვიტირე მომინდა შველა ვერ გამოვიდა.შიშველს ეწვოდა ტანი აქ ხელია სატანის .მაინც არ დავნებდები ამ განცდებს და ოცნებებს სამყაროს ანარეკლი ალბად ჩემზეც მოქმედებს!

Posted in Uncategorized | Leave a comment

პარიზი 2

მეღვიძება, ვერ ვცნობ ადგილს. სად ვარ? უზარმაზარ ლოგინზე ვწევარ. ლურჯი თეთრეული. ნასვამი ვარ. თავბრუ რატომ მეხვევა? სად ვარ? სასტუმროა. ვიხედები გვერდით და  ჩემი საყვარელი ადამიანი. ეხლა უფრო დავიბენი, ჩემს გვერდით ზის ლოგინზე და გაკვირვებული ,უცნაური მზერით თვალებში მიყურებს -გენაცვალე საყვარელო გაიღვიძე? -აქ რა გვინდა ? მართლა შენ ხარ? თუ მძინვს და სასურველი ზმანებაა, ცხადად წარმოდგენილი უნდა გაქრე? დარჩი ცოტა ხანი მესიზმრები ალბად. მაგრამ დარჩი. არ გესიზმრები დღეს 26_ია და შენი ყველაზე დიდი სურვილი ახდა, პარიზში ვართ. ერთი დღე მთლიანად მე და შენია. ხვალ ყველაფერი ისევ ისე დაბრუნდება, მარტო მე და შენ გვემახსოვრება ის რაც აქ მოხდება. ერთი დღე გვაქვს პარიზში ვართ, რომ არ მახსოვს როგორ ჩამოვედით. მიყვარხარ! პირველი რაც მინდა გითხრაა ჩემსკენ იხრება ნაზად, ვეხები სანუკვარ სახეს თბილი და ნაზი კანი აქვს. შავი თხელი პერანგი აცვია, ორ ღილზე გახსნილი, ქვემოთ თეთრი ტილოს შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, აჩეჩილი თმა და სუნამო განუსაზღვრელი რაოდენობით. ისეთია თვალს ვერ ვაშორებ. ღმერთო ჩემო ჩემი სახის გამომეტყველება, მისი ღიმილის მიზეზი ხდება -ადექი გავიდეთ გავისეირნოთ -არა ცოტა ხანი მოდი უბრალოდ ჩემს გვერდით ჩაგეხუტები რა -მოდი, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეს. ისევ დიდხანს ვერ მიძლებ ახლოს (იცინის) -ჰოოო? ამჩნევ და მოგწონს არა? -კი ძალიან. გვერდით მიწვება და უბრალოდ და ყველანაირი ქვენა აზრის გარეშე მაგრად ვეხვევი და სუნთქვა ჩერდება. ასე სადღაც ნახევარი საათი ვტკბები მისით. მერე ვდგები, ვიცვლი, თმას ვიკეთებ და გარეთ გავდივართ. მზე ჩადის პარიზი რა ლამაზია -ჩამიფიქრებ? -არ მეტყობა რომ ჩაგიფიქრე უკვე წლებია ? -პირველად, რომ შემომხედე შეყვარევული სახით მივხვდი და მერე ვცდილობდი ეგ აზრი გამემყარებინა. ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან გიყვარვარ იმ ნაწერის მერე განსაკუთრებით, გრძნობების წითელი ლენტი. ამასობაში მივსეირნობთ პარიზის ქუჩებში ხელი აქვს გადახვეული და უპრობლემოდ ინარჩუნებს წონასწორობას ორივეს მაგივრად

-იცი რა მინდა?

-რა?

-მინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მომენტი. პარიზი. მზის ჩასვლა და შენი თვალები .მიყვარხარ იმ წუთიდან რაც პირველად ჩავიხედე მათში და ყველაზე მეტად საკუთარი ანარეკლის დანახვა მიყვარს! მიყვარს როცა გამომცდელი მზერა მივლის შენი, მთლიანად და არსებაში მწვდება. მიყვარს როცა უზომოდ მენატრები და დიდიხნის ნანატრს გხედავ. პირველად მიყვარს შენი ხელი წელზე, წონასწორობას რომ მინარჩუნებს ჩემს გამო როცა იღიმი მგონია მსოფლიო ჩემია არადა მოფლიო არ მჭირდება, შენ მჭირდები მარტო!!!

ძალიან ყურადღებით და აღფრთოვანებული მისმენს. მისი მზერა მწველია, როგორც შუადღის მზე, რომელიც ჩადის. ვაცნობიერებ, რომ დღე მალე გავა და ისევ უმისოდ ვიქნები და არ მინდა. საშინელი დარდი. დაუპატიჟებელ ცრემლს ბადებს, რომელიც თვალს დაუკითხავად ტოვებს და მის ხელს ეცემა, რომელიც ცრემლს ნაზად მაშორებს. არ ინერვულო ჯერ დრო არის. მიხვდა უთქმელ შიშებს ისევ მოდი უბრალოდ დავტკბეთ ეს ხომ შენი დაბადების დღეა. ვიცი რაც გინდა წამო ხელს მკიდებს აქ ერთი ძალიან მაგარი ადგილი ვიცი საოცრად ლამაზი პეიზაჟია. გარშემო ულამაზესი ბუნება და წყლის პირას მდგარი როიალი.

არ მჯერა გახსოვდა, რომ ეს ჩემი ოცნება იყო ?
რა თქმა უნდა მე ყველა ის განცდა ვიცი რასაც ჩემთან დაკავშირებით განიცდი, მაშინაც  კი როცა ერთად არ ვართ
-მიყვარხარ! უცებ დაუპატიჟებელი წვიმა აპობს ცას
მოდი არ გვიდა წვიმა იწყება არ გაცივდე, არა უნდა დავუკრა შენთვის და ამ მელოდიას მთელი ცხოვრებით დაიმახსოვრებ. როცა მოგენატრები მას გაიგონებ და მიხვდები, რომ აქ ვარ.,

შენს გულში ამბობს ის და ნაზად მადებს გულზე ხელს ტანში ჟრუანტელი მივლის
გცივა ?
არა უბრალოდ

საკუთარ ტყავის ქურთუკს მაწვდის მეც ვიცვამ

-წამო ეხლა დაუშვებს

-ოდნავ თუ დავსველდით არ დავდნებით

-მე სხვა რამე უფრო მადნობს

-მე ?

ნაზად აყოლებს თითს ჩემს სახე

-წამო

არა უნდა დავუკრა

კამათს აზრი არ აქვს ის ჯდება და თავისი გრაციოზული თითების ჯადოსნური მოძრაობით დაკვრას იწყებს ბგერები გარშემო იფანტება ტალღები თითქოს რეაქციაში შედიან მუსიკასთან ნაპირზე ეხეთქებიან უხმოდ ვდგავარ ხმას ვერ ვიღებ დროდადრო ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება

-მოდი ახლოს

მივდივარ და გვერდით კუთხეში ვუჯდები ის ნაზად მკიდებს ხელზე ხელს და საკუთარი ხელით ცდილობს დამაკვრევინოს თან ეღიმება რადგან ხელი მიკანკალებს ემოცია ზღვარზეა მთლიანად გრძნობს ყველა ბგერას მთელი ემოციით უკრავს არ მინდა დასრულდეს თავს ნაზად ვადებ მხარზე და მერე ყველაფერი ქრება გონს რომ მოვდივარ დაკვრა დამთავრებული აქვს აღარ წვიმს გაღიმებული მიყურებს წამო

ვდგებით და ახლა საუცხოო რესტორანში მივდივართ მყუდრო გარემო არავინ ჩვენს გარდა

-აქ მარტო ჩვენ ვართ?

-სხვაც გინდა ვინმე ?

არა ვიცინი
ვიცი რომ არ სვამ მაგრამ ერთ ჭიქა წითელ ღვინოზე უარს არ მეტყვი იმედია
შენთან ერთად დალევა ცუდი იდეაა
რატო ?
ისედაც მთვრალივით ვარ ხოლმე
დღეს არაუშავს
-კაი ხო წითელ ღვინოს ვსვამთ ვსაუბრობთ და ვიცინით ოდნავ ვგრძნობ გრადუსს თუმცა ძალიან არა
მოდი ახლა ვიცეკვოთ
მე ? არა ეგ უკვე არა მე ვერ
შენ ვერ არარსებობს
უცებ დინამიკებიდან იღვრება ჩემი უსაყვარლესი სიმღერის ხმა love like you do

ვდგებით და ვცეკვავთ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კარგად გამომდის მისი გავლენაა ალბად დაბადების დღეს გილოცავ მეუბნება ყურთან ახლოს ჩუმად სასტუმროში ვბრუნდებით ოთახის ფანჯრიდან ეიფელის კოშკი მოჩანს ვდგავარ და ვუყურებ ვიცი დამთავრდება ეს ყველაფერი რამოდენიმე საათში

-მალე ისევ ჩვენ ცხოვრებას დავუბრუნდებით

-მაგრამ ეს სულ გვემახსობრება ჩვენ ორს ეს სიზმარი არ იყო უბრალოდ სურვილი აგისრულდა ასე
-არ მინდა დამთავრდეს

ვიცი მაგრამ რეალობა ცოტა სხვაა იქნებ შევძლოთ მომავალში მაგრამ ახლა უნდა დავბრუნდეთ

არ მინდა

მეხუტება და მამშვიდებს მე ცრემლები უფრო გამალებით მომდის ბოლოს როცა ცოტა ვმშვიდები მეუბნება ლოგინზე წამოწექი და თვალები დახუჭეო თვითონაც გვერდით მიწვება შორ დისტანციაზე -ხელი მომეცი და თვალები დახუჭე უსიტყვოდ ვასრულებ თხოვნას მხოლოდ სიმღერა ჩამესმის მისი ტკბილი წამის შემდეგ ხელს უფრო მაგრად ვუჭერ და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ

ჩუუ ჩვენ დავბრუნდებით აქ

 
 
 
Posted in Uncategorized | Leave a comment

წვიმა და სუნამო

ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯი, რამოდენიმე საფეხური წვიმა სახეს ფარავს. სუნთქვა? ბოლოს როდის ამოვისუნთქე? ცოტაც და პიკია განცდის… ღმერთო, აი მზის სხივი, ერთი ჩახუტება და სრული ბნედაა, სუნამო ბრედვაა, სუნთქვა აირია, პულსი ორასი, აზრი სხვანაირი, ადრეულს არგავს. ნაზი შეხება, გამარჯობის ტოლფასი, კოცნა, ელექტრო მუხტი, გაწყვეტილი სიტყვით, ჩუმი საუბარი, თვალი თვალთან, ხელი წელზე, ნეტა რას იფიქრებდნენ სხვები ჩვენზე?! კომპლიმენტით მორცხვი ღიმილი ცდება სახეს, ისე არიან თითქოს დღეს ნახეს, ან იქნებ ვერ ნახეს? ზღვარგადასული ემოციაა, წუთში სამოცი ფეთქვა ას ოცი, ღიმილი ნაზი და ბევრის მთქმელი, რთულია მივხდე მისგან რას ელი. რომანტიული გარემო, ყველაფერი ქრება, მოგვიანებით მოსული გონზე, ამ წამს რომ გეფიქრება მხოლოდ ორზე… საოცარი ქიმია, ჩახუტება ნანატრი. შენად ნაგრძნობი წამიერი განცდა, სუნამო იკარგება, ირევა აზრი, ახლოს ყოფნის გარდა უაზრობაა ყველა იდეა და ის ანალიზი, გადაწყვეტილება. გინდა სულ გრძნობდე ამ სუნამოს სურნელს, ჩახუტება ახლოს გულთან, შეგრძნება, რელაქსი, დედამიწას აცდა, სადღაც დაიკარგა, განცდა, ნათქვამი “მიყვრხარ” ჩახუტების განცდით გაძლიერებული, ის რაც ორმა იგრძნო, მხოლოდ იმ წუთას, ჩაკიდული ხელის გაშვების განცდა, წვიმა და სუნამოს სინთეზი. გამოსამშვიდობებელი მზერა, გაშვებული ხელი, განცდა უთქმელი, “არ წახვიდეს” გამოუთქმელობის ტკივილი, წამიერი გამომშვიდობება და განვლილის ბედნიერებად აღქმა, ცოტაც და რეალობის ზღვარი რატომღაც არ მინდა გაიღოს კარი, რეალობა და მოგონებად დარჩენილი სიტკბო, მხოლოდ ახლახან ნაგრძნობი სანუკვარი სუნამოს სურნელი, საკუთარ კანზე დაუპატიჟებელი სტუმარივით მინიშნება, რომ რეალობა იყო და არა ფანტაზია, განცდილი წამები…

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

,იქ სადაც არასოდეს ვყოფილვარ

ამ ჩანახატზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ ცოტა არა ადეკვატურია წერო იმაზე, რისი ნაწილიც არ ყოფილხარ, თუმცა მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველა მწერალი მეზღაპრეც უნდა იყოს, სულ რეალობაზე წერა მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეა, ფანტაზიას კი უსაზღვრობის გამო ბევრი შესაძლებლობები აქვს. არ არსებობს ფანტაზია, რომელშიც საკუთარი რეალობის მარცვალს ვერ ხედავ. ბანალური ვიქნები, მაგრამ ვიტყვი, რომ როგორც მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის, პარიზი ჩემთვისაც ოცნების ქალაქია. მხოლოდ უცნაურობა სხვა რამეში მდგომარეობს, კერძოდ გარდა ზემოთ თქმულისა, უცნაურობა იმაშია, რომ ქალაქმა, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ, იმდენად მომაჯადოვა, რომ ის ჩემი არსებობის ნაწილი მგონია. ხშირად ვსეირნობ ხოლმე ჩემს წარმოსახვით პარიზში. სწორედ წარმოსახვით იქ მყოფს მაქვს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები დაწერილი, მძაფრი შეგრძნებებისა და მარადიული სიყვარულის ქალაქში. რა ჯობია არსებობის დავიწყებას, დაუვიწყარ ადგილებში. ლუვრი, სადაც ჯერ კიდევ სუფევს ზღაპრულად სამეფო აურა, რომელსაც რეალობიდან 14-17 საუკუნეებში გაბრუნებს და სურვილის დამოუკიდებლად გეფიქრება, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება უძველესს ფრანგულ სამეფო ეპოქაშიყველა შეყვარებული ადამინისთვის უკვე ტრენდად ქცეული ეიფელის კოშკის ლიფტში პირველი კოცნარა უნდა იყოს იმაზე დაუვიწყარი, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად დაივიწყო ყველა წესი, რეალობა და ყველა გიჟური ნაფიქრი აქციო რეალობად. პარიზი ხომ დაუვწყარი სიყვარულის მესაიდუმლეა, აქ ნათქვამი “Je t’aime” არასოდეს კარგავს ჯადუსნურ ეფექტს. მდინარე სენას ნაპირზე გაშენებული ქალაქი, მრავალ საოცრებას რეალობად აქცევს, თუნდაც ცხენებზე ამხედრებული პოლიციელები, რომლის დანახვაც იმ წამსვე დაგაბრუნებთ ბავშვობაში, ძილისწინ მოსმენილ ზღაპრებში, სადაც სიყვარული ყველა ბოროტებაზე იმარჯვებსმზიან ამინდში ეიფელის კოშკის ბოლო სართულზე, სიყვარულის განცდით სანუკვარი წუთი, მთლიანი ცხოვრების ბედნიერებაასწორედ ამიტომ ცოცხლდება ჩემი ყველა მოთხრობის გმირი, ფურცლის მაგივრად სიყვარულის სუნით გაჟღენთილ ქალაქში
Posted in Uncategorized | Leave a comment

სიყვარულის სონატა

მე და მთვარე ახალ სონატას ვწერდით შენზე… ჩემი ახლა უკვე 23 ყველაზე სასურველი, მაინც უშენოა იმ სურვილის მიუხედავად,რომ სამყარო გაჩერდეს, პლანეტამ უღალატოს ღერძს,მაგრამ ერთხელ, ამ დღეს იყო ჩემთან… ყველაზე სასურველი შევქმნათ ფანტაზია. უბრალოდ უშენო ჰაერს დაეკარგა სასიცოცხლო ფუნქცია. მენატრება შენი თვალები, ზღვისფერი ტალღასავით მღელვარე, მინდა გითხრა არაფერი მინდა, შენთან ყოფნის გარდა. მეგონა ეს გაიგე მაშინ, როცა მზემ პირველად ნახა სიზმარში მთვარე, მე კი ვარსკვლავებით შენი სახელის დაწერა ვცადე ცაზე. მინდა ღრუბლები ჩვენ გვეკუთვნოდეს და დავფრინავდეთ, როგორც გვინდა. ჩემი მუზა ხარ და როცა გაქრები ხოლმე, როგორც შუაღამის ნისლი, მიკარგავ არსს ყველანაირს და კალამიც სულს აყოლებს ბოლო სიტყვას. ის რაც ჩვენს შორის ოდესმე იყო, ჩვენია მხოლოდ, ეს ცალკე გალაქტიკაა. მაწუხებს, რომ ღამით შეიძლება სხვა იწვეს შენს გვერდით და ესმოდეს შენი სიზმრით აღელვებული სუნთქვა. ვეჭვიანობ ყველა ქალზე, ვისაც ჯერ კიდევ დარჩა ბოლო კოცნის შემდეგ შენი სუნამო, ის რომლითაც ოდესღაც ვისწავლე თავბრუდამხვევი სიყვარულის გემო… არ ვნანობ, არც ერთ სიტყვას, მზერას, ღიმილს. მინდა აღიარებდე, რომ გირევ ტვინს ისე, როგორც არავინ. სხვა დიდი ძალისხმევა არ მჭირდება, რასაც გონება აღიქვამს და გული გრძნობს, იმის სინთეზს განდობ. მიყვარხარ! და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ვეჭვიანობ, იმიტომ რომ მინდა მე მეკუთვნოდეს გონება და გული შენი, დანარჩენი დროებითია, იქამდე სანამ ისევ ვიპოვით ერთმანეთს და მივხვდებით, რომ ეს წლები გამოცდა იყო, რომელიც ჩავაბარეთ…და ახლა, ახლიდან დავწერთ არაამქვეყნიური გრძნობის საფუძვლებზე, ჩვენეულზე არნახულსა და გაუგონარზე, ის რაც შეცვლის საერთო წარმოდგენას და ერთხელ და სამუდამოდ გასცემს პასუხს კითხვაზე – რა არის სიყვარული?

Posted in Uncategorized | Leave a comment

ბებო

ორი წლის წინ სიკვდილმა, გამზდელი ბებო წამართვა. ბებო, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 20 წელი ვუყურებდი გვერდით და ვერასოდეს წარმომედგინა, რომ აღარ მეყოლებოდა ერთ დღეს. სულ სხვა ადამიანი იყო ჩემთვის, მარტო იმიტომ არა რომ გამორჩეულად ვუყვარდი. სულ ერთად ვიყავით, მე სადაც ვიყავი, ისიც იქ იყო. ვუფრთხილდებოდი ჩემებურად და ვუვლიდი მეგონა, მაგრამ სათანადოდ ვერ მოვუარე. ბოლო წლებში ვხედავდი, რომ აღარ შეეძლო, მაგრამ აკანკალებული ხელით, მაინც ცდილობდა მინიმუმი მაინც გაეკეთებინა ჩემთვის. ვხედავდი რომ კარგად აღარ იყო, მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა. სულ ვეუბნებოდი ხომ არ მოკვდები მეთქი, შიშები მქონდა, გასაკუთრებით იმის მერე, რაც წლების წინ გახდა ავად, მაშინ გადარჩა, მაგრამ სიარული გაუჭირდა, ამაზე არ ვნერვიულობდი იმდენად, მთავარია გადარჩა მეთქი. ოცნებად ჰქონდა მყარად დამდგარი ვენახე ფეხზე, თუმცა ვერ ავუსრულე. იმდენი რამის თქმა მინდოდა და ვერ მოვასწარი, იმდენს შევცვლიდი ახლა, უკან რომ დააბრუნა დრო… მისი გაშვების სულ მეშინოდა, ხშირად ღამით მივაყურადებდი ხოლმე, ხომ სუნთქავს მეთქი. არ ვუჯერებდი ბევრ რამეს, მეუბნებოდა აღარ ვიქნები და ბევრჯერ გამიხსენებო… ეხლა მართლა ბევრჯერ გიხსენებ, არც გივიწყებ სულ ჩემთანაა ეს ტკივილი. არაფერი არ მკითხა ისე წავიდა, ვერ ვუთხარი მიყვარხარ და არ წახვიდე მეთქი. 6 დეკემბრის დაწყევლილ დილას, უბრალოდ დაეცა ჩემს ლოგინზე მძინარე, ვერ მივხვდი რა მოხდა, ვეღარ ვუშველე როცა ცუდად იყო, ყოველთვის ესმოდა, ეხლა ვეღარ გაიგო… იმ ფიქრით ვცხოვრობ დღემდე იქნებ მეშველა მეთქი, ყველამ მითხრა ეს შეუძლებელი იყო, ვეღარაფერს იზამდიო. უკვირთ, ჩემს ლოგინამდე როგორ მოვიდა, იქნებ რამის თქმა უნდოდა, ან შეეშინდა, ან ვუშველიდი ეგონა, ვინ იცის, ამას ვეღარასოდეს გავიგებ… ეს ტკივილიც არ წავა არსად, არც ის მოგონება, რომ ვემუდარებოდი არ დამტოვო მეთქი. მძულს სიკვდილი უსამართლო და უგრძნობი, მუდარის მიუხედავად, მაინც რომ წაიყვანა. ახლა სიზმრებში შემომრჩენია, მაინც არ მტოვებს ბოლომდე. მასთან საურთიერთობო სივრცედ სიზმარი დამრჩა, იქ ვეუბნები რომ მიყვარს, რომ მალე ვიქნები ისეთი როგორიც უნდოდა ვენახე და რომ მუდმივად იქნება ცოცხალი ჩემში, ყოველ ჯერზე ვჩქარობ მეშინია არ გამეღვიძოს…

Posted in Uncategorized | Leave a comment